,,პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის მიერ გაურკვეველი ვადით სამხედრო წვრთნების ,,ღირსეული პარტნიორის” შეჩერებასა და ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებას ევროკავშირის მიერ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინვაზე.

,,აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა.

ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებები დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !!!)

ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის : ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან !

პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” | ზურაბიშვილი

ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული?”

რატომ? … და ამიტომ!!!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები