ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბოლნისში, ავიაკატსტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას, დაღუპულის ახლობლების გარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მანმადე, სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

 

მსგავსი თემები