ჩერნომორსკში პორტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნომორსკში მდებარე პორტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

„მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონზე. თავდასხმის ქვეშაა სამოქალაქო პორტის ინფრასტრუქტურა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაშავდა“- განაცხადა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.

მისივე თქმით, დაზიანდა პორტში მდებარე ობიექტები და ადმინისტრაციული შენობები.

მსგავსი თემები