თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს  დამოუკიდებლობის დღეს.
“ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს- დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს.  გისურვებთ კეთილდღეობას და მშვიდობას!”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები