პატრიარქი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. პატრიარქმა ისინი დალოცა.

შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.

შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.​ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ასევე საფეხბურთო ნაკრების წევრებმა.

მსგავსი თემები