პრეზიდენტი გორში, დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა

დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში ჩავიდა და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

მსგავსი თემები