სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

,,საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

,,ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს 4 ივლისს ვულოცავ!

საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე, რომელიც სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული.

დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელ ერს ვუსურვებთ, რომ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის შთაგონებად დარჩეს”, – წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები