სირიაში კონტრაბანდულ ხორბალთან დაკავშირებით ჩინეთი აშშ-ის პასუხისმგებობაზე საუბრობს

„შეერთებულმა შტატებმა გულმოდგინედ უნდა სცეს პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი უკანონო სამხედრო ოკუპაცია სირიაში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი მაო ნინი.

აღნიშნული განცხადება საგარეო უწყების წარმომადგენელმა კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მას სირიაში  კონტრაბანდული ხორბლის გატარებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

როგორც მაო ნინი აცხადებს  ოდესღაც ხორბლის ექსპორტიორი სირია საკუთარი მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტს სურსათის დაუცველობის წინაშე დგას.

„ამაზე უდავოდ პასუხისმგებელია აშშ. აშშ ამბობს, რომ ის არის ტერორიზმთან საბრძოლველად, მაგრამ რეალობა ამბობს, რომ ის იქ არის ძარცვისთვის. აშშ აგრძელებს სხვა ქვეყნებში ადამიანების საარსებო და ცხოვრების უფლების დარღვევას. შეერთებულმა შტატებმა გულმოდგინედ უნდა სცეს პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი უკანონო სამხედრო ოკუპაცია სირიაში, შეწყვიტოს სირიის რესურსების ძარცვა და მიიღოს კონკრეტული ქმედებები სირიელი ხალხისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად“ – ასეთია საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადება.

მსგავსი თემები