4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. 1776 წლის 4 ივლისს, ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც დიდ ბრიტანეთთან კავშირების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადეს, ოფიციალურად მიიღეს.

მანამდე კი, ერთი წლით ადრე დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო, რომელიც 1783 წელს, პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა. მას ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ფორმალური აღიარება მოჰყვა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი, ერთ დროს მონათმფლობელი, თომას ჯეფერსონი იყო. შემდეგ ის ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდა. ცნობილია, რომ ჯეფერსონი დოკუმენტის ერთადერთი მონათმფლობელი ავტორი არ ყოფილა. ასეთივე იყო ჯორჯ ვაშინგტონიც, რომელსაც ასამდე მონა ჰყავდა.

მონობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ჯონ ადამსიც, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტი. ამ საკითხის დარეგულირება მხოლოდ სამოქალაქო ომის დასრულებისას, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 80 წლის შემდეგ მოხერხდა.

მსგავსი თემები