“ჯო ბაიდენი კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატების მხრიდან” – “ბლუმბერგი”

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ათამდე დემოკრატმა, შესაძლოა, ხელი მოაწეროს წერილს, რომლითაც ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოსთხოვენ. აღნიშნულთად დაკავშირებით,  ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჯო ბაიდენი კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატების მხრიდან, რომლებიც შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ბაიდენის კანდიდატურამ, შესაძლოა, ქვეყანა რესპუბლიკელების და ტრამპის გამარჯვებამდე მიიყვანოს.

მსგავსი თემები