თამარ გაბუნიამ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა

“შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში ვიცით რომ იზრდება, რაც უკავშირდება მნიშვნელოვან მობილობას კურორტულ ზონაში, ძირითადად შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე სისტემა სიტუაციას აკონტროლებს, აქტიური ტესტირება კი სპეციალისტებს ნებისმიერი ინფიცირებულის დროულ გამოვლენაში ეხმარება.

„დღეს ჩვენთვის მთავარია აქტიური ტესტირება და ასევე, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება: პირბადე, დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. ეს არის ის, რაც ზუსტად ვიცით რომ მუშაობს. ამაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად აქტიურად მოხდება ინფექციის გავრცელების შეჩერება. ამდენად, მთავარი აქცენტი ისევ და ისევ არის მოქალაქეების მონაწილეობა აქტიურ მართვაში იმ კუთხით, რომ მათ პირადი დაცვის საშუალებები გამოიყენონ, ტესტირება და ჯანდაცვის სისტემის მომზადება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები