„ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას”- აშშ-ის ელჩი საქართველოში

„ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა.

ელჩის განმარტებით, აშშ-სადა საქართველოს შორის პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მონტანი იყო.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“- აღნიშნა ელჩმა.

რობინ დანიგანმა,მადლობა გადაუხადა საელჩოს თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ ისინი ბევრს მუშაობენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის მხარდასაჭერად.

„ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო საელჩოს არაჩვეულებრივ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის მხარდასაჭერად. ასევე მადლობა ამ უზარმაზარი დღესასწაულის ორგანიზებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის! გმადლობთ – თქვენი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის. მადლობა ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებსა და ქალებს, ამერიკელებს და ქართველებს, რომლებიც ყველაზე დიდ რისკს სწევენ ჩვენი თავისუფლების დასაცავად.ნება მომეცით დასასრულს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე არის გახსენება, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა უწყვეტი გზაა. ეს არის გახსენება იმისა, რომ ძალა ოპტიმიზმშია, რომ ძალა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბრძოლაშია და რომ ძალა ერთმანეთის მხარდამხარ დგომაშია იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს.

გთხოვთ, შემომიერთდით, და წარმოვთქვათ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი პარტნიორობისა და ჩვენი შვილების მომავლის სადღეგრძელო. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა!“ – განაცხადა რობინ დანიგანმა.

 

“შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს“- რობინ დანიგანი

მსგავსი თემები