“არასოდეს დავუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას” – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გამოიწვევს. ასე უპასუხა  კანცლერმა ბუნდესტაგში, მემარცხენე პარტიის დეპუტატის, გესინ ლოცშის შეკითხვას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა. მემარცხენე პარტიის დეპუტატის გეზინე ლოტჩის კითხვაზე, როდის შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა იქნას მიღწეული, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “მშვიდობის წინადადება” გააკრიტიკა.

“ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინის კაპიტულაცია აქვს მიზნად, გერმანიის მხრიდან არასდროს არ უნდა დავუჭიროთ მხარი” – განაცხად შოლცმა.

მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს”. როგორც შოლცი აღნიშნავს, პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმისთვის ლაპარაკობს, რომ ომი გააგრძელოს.

მსგავსი თემები