,,თუ კრემლი ფრონტის ხაზის გაფართოებას ეცდება, უკრაინას რუსეთის მიმართულებით უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა” – ჯიმ ობრაიენი

,,თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას ეცდება, უკრაინას რუსეთის მიმართულებით უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა”, – ამის შესახებ ჯიმ ობრაიენმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რომ კიევის მიერ საზღვართან რუსული შესაძლებლობების განადგურებით, მოსკოვი თავდასხმის უნარს კარგავს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტი იყო, რომ უკრაინისთვის იარაღი გადაუდებელი საჭიროების ზონებში მიგვეწოდებინა. თავდაპირველად ეს იყო ის ტერიტორია, სადაც რუსეთი უკრაინას ხარკოვის მიმართულებით უტევდა. ახლა კი, როგორც ეს გასულ კვირას ჯეიკ სალივანმა განაცხადა, თუკი რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას ეცდება, უკრაინას მივცემთ უფლებას, რომ გაცილებით შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებს შეუტიოს“, – განაცხადა ობრაიენმა.

მსგავსი თემები