„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა“- სალომე ზურაბიშვილი

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა“- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოდანზე მყოფ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და შეკრებილ მოქალაქეებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნაკრების ფეხბურთელებმა მიუღწეველს მიაღწიეს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა. გახარებული ვარ ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს არის შრომა, თავდადება და ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ქვეყნის სიყვარული“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები