ფეხბურთელების ავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან. ისინი ღია ავტობუსით გადაადგილდებიან და საბოლოოდ გულშემატკივრებს თავისუფლების მოედანზე შეუერთდებიან.

ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს.

თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრები ფეხბურთელებს ელოდებიან

მსგავსი თემები