„გული და ფიქრები თქვენთან ერთად არის“- მიქაუტაძე გულშემატკივრებს

„ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის“- წერს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. მიქაუტაძე ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის.

„ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად არის. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“ – წერს გიორგი მიქაუტაძე

 

 

მსგავსი თემები