“ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ ღირსების ორდენებს”- ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბუდი ზივზივაძის ინფორამციით, გუნდის თითეულ წევრს დღეს ღირსების ორდენებს გადასცემენ. ამის შესაახებ, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცოდით, გამოაცხადა მთავრობამ, რომ დავჯილდოვდებოდით ღირსების ორდენით ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პრიზები თითოეული ქართველისთვის და ჩვენც რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ ეს დღეს მოხდება, როგორც ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ“ – ამბობს ზივზივაძე.

 

მსგავსი თემები