ნიდერლანდების ხელისუფლებამ F-16-ების უკრაინაში ექსპორტის ნებართვა გასცა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ 24 ერთეული F-16 ავიაგამანადგურებლის ექსპორტის უფლება გასცა, პირველი თვითმფრინავი უკრაინაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. მისი ცნობით, მიწოდების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით არ იყო გასაჯაროვდება.

1-ელ მარტს უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში უკრაინა წელს ნიდერლანდებიდან ორი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს.

გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინის დახმარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაშიც გაუწევს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის, საზღვაო ძალებისა და შორი დისტანციური არტილერიის მხარდაჭერაზე.

მსგავსი თემები