იერუსალიმში გეი აღლუმი ჩატარდა – მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

იერუსალიმში, გეი აღლუმში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად, იერუსალიმში ათობით ადამიანმა, გეი აღლუმის ჩატარება გააპროტესტა. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, იერუსალიმში უსაფრთხოებას 2 500 სამართალდამცველი იცავდა.

როგორც გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, პოლიციამ, რომელიც მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, კონტრაქციის მონაწილე 49 ადამიანი დააკავა. გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა, რამდენიმეს კი, ცრემლსადენი გაზის სპრეი.

იერუსალიმში ლგბტ აღლუმი უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მსვლელობა ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ერთ-ერთმა მამაკაცმა აღლუმის 15 წლის მონაწილე დანით სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, მომხდარის შემდეგ, მრავალი ადამიანი მსვლელობას სოლიდარობის ნიშნად უერთდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, გეი აღლუმის ჩატარება 18-დან 25 ივნისამდე იგეგმება.

მსგავსი თემები