მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს პირველობა დასრულდა

დასრულდა საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც თბილისში 3 დღის განმავლობაში ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობდა. ტურნირი პირად და წყვილთა შორის წრიული სისტემით წარიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 – მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

​ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა ჭაბუკთა შორის, ბრინჯაოს მედალს პირად შეჯიბრებაში ნინო ბერიძე დაეუფლა, ამავე ასაკში ვერცხლის მედლის მფლობელები წყვილ გოგონათა შორის ნინო ბერიძე და მარი რიჟვაძე, ხოლო შერეულ წყვილში ნინო ბერიძე და ლუკა ბოლვაძე გახდნენ.

ახალგაზრდებს შორის პირად შეჯიბრებაში ანრი დევაძე მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა, ამავე ასაკში ვერცხლის მედალი ვაჟთა წყვილში ანრი დევაძე და ანრი ავჯიშვილმა, ხოლო შერეულ წყვილში ანრი დევაძემ და ლინდა ჩიკვაიძემ მოიპოვეს.

მსგავსი თემები