„დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს“- აშშ-ს უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმე შემდგომი განხილვისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უკან გადაეცემათ.

„ვასკვნით, რომ ხელისუფლების დანაწილების ჩვენი კონსტიტუციური სტრუქტურის მიხედვით, საპრეზიდენტო ძალაუფლების ბუნება მოითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან გარკვეული იმუნიტეტი ჰქონდეს“ – დაწერა ჯონ რობერტსმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

 

მსგავსი თემები