„არ ვთვლი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მონაა“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს და აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს, არათანმიმდევრულია.

„არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? დიახ, ის არის პოლიტიკური პატიმარი.  დიახ, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაც პოლიტიკურიად მიკერძოებულია და ეს სისტემა ვერ გაასამართლებს მიხეილ სააკაშვილს. ერთი პრეზიდენტი ზის ციხეში, მეორე პრეზიდენტი საუბრობს რომ მას უსმენენ, ერთი მოვკალით და ასე შემდეგ. პრეზიდენტ მარგველაშვილმა როგორც კი აჩვენა რომ ის არის დამოუკიდებელი პრეზიდენტი, მას არ ეკონტაქტებოდა მმართველი გუნდი რადგან ის დასვეს მონად“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მან შეფასება სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც გააკეთა, როცა პრეზიდენტმა გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ოდესმე მოხდება.

„ხშირად მომწონს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები. თუმცა, მისი გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, არათანმიმდევრულია. მაშინ, როგორ შეიწყალა უგულავა? ოქრუაშვილი? თუმცა, სიმპათიებით ვარ განწყობილი ზურაბიშვილის მიმართ და არ ვთვლი, რომ ის „ქართული ოცნების“ მონაა“ – აცხადებს ოქრიაშვილი.   

მსგავსი თემები