საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1-ელ ივლისს აქცია გაიმართება

1-ელ ივლისს, 12:00 საათზე ,,გირჩი-მეტი თავისუფლება” და ,,დროა” საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ და უცხოეთში  საარჩევნო უბნების გახსნას ამ ფორმით მოითხოვენ.

ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას და დაიცვან ემიგრანტების ხმები.

,,პირველ ივლისს, 12:00 საათზე, დავგეგმეთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას გახსნას უბნები, კამპანია გაგრძელდება “გახსენი უბანი ემიგრანტებისთვის – ნუ იპრავ ხმას”. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მათი უფლებებისთვის და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მილიონზე მეტ მოქალაქე ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – ამბობს ,,დროას” წევრი ალექსი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ათასობით შეგროვებული ხელმოწერისა და მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო, უარს ამბობენ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე.

მსგავსი თემები