„ქართულმა ოცნებამ დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა“- უილიამ კორტნი

„აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს“- წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სტატიაში „ქართული გამოვლენა“. კორტნი წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელმაც მისი სიტყვებით, თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა.

„კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ჩრდილოვანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა. მისმა ნაბიჯმა, მიეღო რეპრესიული, რუსული სტილის კანონი, საზოგადოების ფართო პროტესტი გამოიწვია. დასავლეთს დახმარება მათზე სანქციების დაწესებით შეუძლია, ვინც ქართველებისთვის თავისუფლების წართმევას ცდილობს“ – წერს უილიამ კორტნი.

ის ასევე შეეხო, „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მიღებას. კორტნი წერს, რომ აღნიშნული კანონის მეშვეობით შესაძლოა მმართველმა გუნდმა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება სცადოს.

მსგავსი თემები