ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა

ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა. ზიანი მაიდგა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასაც. თვითმხილველების თქმით, ძლიერი ქარი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. დაზიანებულია მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილებიც.

“საშინელი ხმა იყო. როგორც ვიცით, დაზიანებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა”- ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

 

მსგავსი თემები