ოკუპირებულ ყირიმში დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მისივე ცნობით, დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა. „ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკას სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ხუთი რაკეტით სცადა, რუსმა სამხედროებმა ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ტრაექტორიიდან გადაუხვია და ქალაქის თავზე აფეთქდა.

რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.

მსგავსი თემები