„პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა, ეს არ აისახება მომხმარებლებზე“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სუბსიდირება პურის ფასს შეინარჩუნებს აპრილის თვემდე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“, „პურის მცხობელთა ასოცაიციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის ინფორმაციით სუბსიდირება 10 მილიონ ლარს მოიცავს და პურის ფასის შენარჩუნებას აპრილის თვემდე უზრუნველყოფს:

„მსოფლიოში რვა ქვეყანაა ხორბლის გამყიდველი, ჩვენს რეგიონში რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა. რუსეთმა კვოტები და მაღალი ფასები დააწესა.

ერთობლივად მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მთავრობის წინაშე დაეყენებინათ საკითხი პურის ფასებთან და პრობლემასთან დაკავშირებით.

პურის ფასი არ მოიმატებს იმიტომ, რომ სუბსიდირება განხორციელდა, თუმცა 15 – 20 თეთრი დღევანდელი ხორბლის ფასებიდან გამომდინარე პურს სჭირდება რომ თვითღირებულება აინაზღაუროს.

საქართველოში არის 2500 -ზე მეტი პურის მწარმოებელი, საფუძვლად იყო აღებული ის წარმოებები, რომლებიც ერთ ტონა ფქვილს ხარჯავენ, გამოყოფილია 10 მილიონი სუბსიდირების სახით, ჩატარდება ტენდერი და და ამაში ის მწარმოებელი ჩაერთვება, ვინც ერთ ტონა ფქვილს ხარჯავს.

ეს ეხება პურს, რომელსაც ვეძახით „ქვის პურს“ ყველაზე მასიურ ასორტიმენტს, რომელსაც მოიხმარს ჩვენი მომხმარებელი.“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები