„26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!“- კობახიძე

„26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.

„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! 26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ – წერს პრემიერი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მსგავსი თემები