ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმას 42 ადამიანი ემსხვერპლა

არაბული მედიის ინფორმაციით,  ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად შატის ლტოლვილთა ბანაკში 24 ადამიანი დაიღუპა,18 ადამიანი კი ტუპაჰის უბანში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის სამიზნე საცხოვრებელი რაიონი გახდა, რომლის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად და ნაწილობრივ განადგურდა.

ისრაელის მედია წერს, რომ ღაზაში დარტყმის სამიზნე იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური რაად საადი.

 

მსგავსი თემები