„კოპალაძის განცახდება ელჩობიდან წასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება“- საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობა დატოვა. უწყებაში ამბობენ, რომ კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია, საქართველოში იმყოფება.

„ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია, იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დღეს უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მსგავსი თემები