სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ,,ორი სახელმწიფოს” პრინციპს.

სომხეთი ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი და ცნობს პალესტინის სახელმწიფოს.

ერევანი გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლებად აყვანას, უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას მათ უპირობო გათავისუფლებაზე.

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

მსგავსი თემები