მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილის საათებში მეტროსადგურზე მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობდა, შეჩერებული იყო მეტროს მე-2 ხაზის მოძრაობა. მაშველებმა მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები