,,საქართველო შთაგონების წყაროა” – ჰელსინკის კომისიის განხილვის ერთ-ერთი მონაწილე, მარტინა ჰრვოლოვა

,,საქართველო შთაგონების წყაროა”, – ამის შესახებ ორგანიზაციის ,,სლოვაკეთის მეგობრები” თავმჯდომარე, მარტინა ჰრვოლოვა საუბრობს. ეს განცხადება მან აშშ-ში, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვაზე გააკეთა.

,,20%-ს სჯერა სლოვაკეთში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან უცხო ქვეყნების აგენტები. მაგრამ უნგრეთის მოსახლეობის დიდი რაოდენობა ფიქრობს, რომ არასამთავრობოები ხელს უწყობენ დემოკრატიულ განვითარებას. მე ვიტყოდი, რომ დეზინფორმაცია თამაშობს აქ ყველაზე მნიშვნელოვან როლს. ასევე ახალი ამბები და ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება ადგოლობრივ მოსახლეობას და ასევე აქ კითხვა ისმის იმაზე, რამდენად სწორი წყაროებიდან ღებულობს მოსახლეობა ინფორმაციას და უნგრეთში, ვფიქრობ, ძირითადი ინფორმაცია არ არის ფაქტებზე დაფუძნებული. სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიანნ პატარა პროცენტი ლაპარაკობს ინგლისურად და ძალიან შეზღუდული უნარები აქვთ უცხო ენის ცოდნის. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომ სჯერათ ადამიანებს იმ დეზინფორმაციის, რომელსაც აწვდის სამთავრობო წყაროები.

ასევე, რა მინდა გითხრათ საქართველოზე – მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის შთაგონების წყარო. არსებობს კვლევა, სადაც გაანალიზებულია, როგორი რეაგირება მოახდინა საქართველოს საზოგადოებამ ამ საკომუნიკაციო კამპანიებში და ძალიან ხშირად ატარებდნენ ამ თემაზე საუბრებს და ჩვენი რეკომენდაცია ასევე იქნება, რომ საქართველოს მაგალითი განმეორდეს და მხედველობაში იყოს აღებული”, – ამბობს ის.

მსგავსი თემები