ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი გულისხმობს ახალი ზომების მიღებას უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით,  ასევე ხარვეზების აღმოფხვრას.

Reuters-ის ცნობით  ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვას.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2 წელიწადში ევროკავშირმა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დაამტკიცა. ბოლო, მე-13 პაკეტი თებერვალში დამტკიცდა.

მსგავსი თემები