,,ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს – ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ”- შარლ მიშელი

,,ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს. შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ზომებზე, რათა შეზღუდონ ენერგორესურსების ფასები ოჯახებისთვის და ბიზნესისთვის“- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ევროკავშირის ლიდერებმა ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მიაღწეს,  სამი მიზნის მისაღწევად.

„არის მტკიცე გადაწყვეტილება, ერთხმად გაზიარებული, რომ ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ევროპელებმა, სამი მიზნის მისაღწევად: დაბალი ფასები, მიწოდების უსაფრთხოების გარანტირება და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება. მესამე პუნქტი, რომელიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რასაც მე ნდობის პუნქტს ვუწოდებ. ეს არის გადაწყვეტილება, დავავალოთ ჩვენს ენერგეტიკის მინისტრებს, ბევრი იმუშაონ, რათა უზრუნველყონ, რომ არსებობდეს მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

მსგავსი თემები