„უკრაინა და ევროკავშირი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ“- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი გამართეს. მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინისა და ევროკავშირის მოლაპარაკების გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების დოკუმენტის ტექსტის შეთანხმება და გადაწყვიტეს, რომ მას უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს“ – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას ჰპირდება.

მსგავსი თემები