ლიმუზინი, ჩაის სერვიზი და ხანჯალი – პუტინმა და კიმ ჩენ ინმა საჩუქრები გაცვალეს, ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას

ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს საჩუქრები გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წერს, რომ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აჩუქა რუსული წარმოების ლიმუზინი – Aurus-ი, ჩაის სერვიზი და ,,ადმირალის ხანჯალი”.

მეორე მხირვ, პუტინს გადაეცა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას ასახავს, მათ შორის ბიუსტები.

,,გამოსახულებების რამდენიმე ვარიანტია, ყველა მათგანი საკმაოდ მხატვრულია, ბიუსტების ჩათვლით”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

Aurus Senat ლიმუზინის წარმოება 2018 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც პუტინმა პირადად დაავალა თავის ქვეყანას ძვირადღირებული მანქანის შექმნა.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს პირობას, რომ შეჭრის შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან.

,,დღეს ხელმოწერილი ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ამ შეთანხმების ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში”, – თქვა პუტინმა.

სახელმწიფო სააგენტო RIA-ს ცნობით, კიმმა რუსეთს ,,ყველაზე პატიოსანი მეგობარი და მოკავშირე” უწოდა.

მსგავსი თემები