ბაიდენის ინიციატივით, ამერიკის მოქალაქეებზე დაქორწინებული 500 ათასი არალეგალი აშშ-ში კანონიერად იცხოვრებს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი ინიციატივით, ასობით ათასი ადამიანი, რომელიც ამერიკაში არალეგალურად იმყოფება, მაგრამ აშშ-ის მოქალაქის მეუღლეა, დეპორტირებას გადარჩება.

BBC-ის ცნობით, ინიციატივა მათ შეეხება, ვინც აშშ-ში, სულ მცირე, 10 წელია, რაც იმყოფება. მათ აშშ-ში ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ.

გარდა ამისა, ამას ემატება დაახლოებით 50 000 ახალგაზრდაც 21 წლამდე, რომელთა ერთ-ერთი მშობელი ამერიკის მოქალაქეზეა დაქორწინებული. ვინც პირობებს აკმაყოფილებს, სამი წელი მიეცემა განაცხადის გასაკეთებლად მუდმივი მცხოვრების სტატუსის მისაღებად და სამუშაო ნებართვა სამი წლის ვადით.

მსგავსი თემები