“აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან“- სტოლტენბერგი

„ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე“-განაცხდა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ აგრესიული ომის მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან.

„ეს აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე. მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე ბევრი სანქციაა დაწესებული, მაგრამ რუსეთი სანქციებს არღვევს.

მსგავსი თემები