“ქართველები არასოდეს დაუშვებენ თავიანთ სიწმინდეებთან სოდომის ცოდვის ზეიმს” – “მარშის” მიმართვა ლგბტ-ებს

„ქართული მარში“ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, მათ ლიდერებს, ე.წ.ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებს გაემიჯნონ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, ლიდერები ლგბტ საზოგადოებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

„უმცირესობის წარმომადგენლებო, მოგმართავთ კიდევ ერთხელ,რომ გაემიჯნოთ ლგბტ მოძალადე ჯგუფს და არ ჩაებათ მათ ავანტურაში! გეი-მარში საქართველოში არასოდეს არ ჩატარდება!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მისი ინფორმაციით, ე.წ. პრაიდი ფულის შოვნის წყაროა და ამით ამავე საზოგადოების ლიდერები ხეირობენ.

„მივმართავ უმცირესობების წარმომადგენლებს, ე.წ.ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები გახლავთ ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებსაც თქვენს ხარჯზე გადაწყვეტილი აქვთ დიდი ფულის შოვნა! ისინი არად დაგიდევენ თქვენს უსაფრთხოებას, პირიქით “საზარბაზნე ხორცად” გიყენებენ, რათა მრავალმილიონიანი გრანტები მოიპოვონ და საკუთარ კეთილდღეობას მოახმარონ! უახლოეს წარსულში მრავლად იყვნენ ასეთი ტიპის თაღლითები, უკანასკნელი მათგანი გახლდათ თაღლითი ვაჭარაძე (იდენტობის დამფუძნებელი), რომელმაც დიდი თანხა მოიპარა და უცხოეთში გაიქცა! ანალოგიურად მოიქცევიან ამ ე.წ.ლგბტ პრაიდის მესვეურები, თქვენ გაგიშვებენ წინა ხაზზე,ხოლო თავად უდიდეს მატერიალურ სარგებელს ნახავენ! დღეს ჩვენ ისევ და ისევ თქვენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ,არ გვსურს დაპირისპირება და ექსცესები,ამიტომ მოგიწოდებთ. განაგრძეთ თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა,არავინ თქვენზე შეხებას არ აპირებს, ნუ აყვებით ფულზე დახარბებულ ავანტურისტებს, პროვოკატორებს და ნაძირლებს,ნუ აყვებით ე.წ.ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებს ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს გარყვნილების აღლუმს-უმცირესობის იქნება თუ სხვა სოციალური ჯგუფების! ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ – ქართველები არასოდეს დაუშვებენ თავიანთ სიწმინდეებთან სოდომის ცოდვის ზეიმს“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, თბილისში დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების ღონისძიებების კვირეული.





მსგავსი თემები