“როცა შვილების მშობლიური ენა ინგლისურია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი”- მაჭარაშვილი გვარამიაზე

“როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი”- წერს  “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი  სოციალურ ქსელში და ეხმიანება პარტია “ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

მაჭარაშვილის განცხადებით,  გვარამიასთვის დედა ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია.

“როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, დედა ენა ქართული კი არა ინგლისურია, ანუ ქართული ძველია და ინგლისური ახალია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!”- წერს მაჭარაშვილი.

 

მსგავსი თემები