“ომი უკრაინაში გამოწვევაა ვიდგეთ ერთად”- სალომე ზურაბიშვილი

“ომი უკრაინაში გამოწვევაა ვიდგეთ ერთად – ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,შვეიცარიაში, “ უკრაინის მშვიდობის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი და საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია.

„800 დღეზე მეტია, რაც უკრაინელები წინ აღუდგნენ და მამაცურად იცავენ თავს რუსეთის ბრუტალური აგრესიისგან, რომელმაც წარმოუდგენელი ტანჯვა, ნგრევა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვა გამოიწვია. 800 დღეზე მეტია, თითოეული ჩვენგანი შთაგონებულია უკრაინელების უშრეტი თავდადებითა და თავგანწირვით.

ომი უკრაინაში თითოეული ჩვენგანისთვის ქმედებისკენ მოწოდება და გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს. ჩვენი ერთად დგომით კი, მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს” – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები