“ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას“- კაია კალასი

“ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს” – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი X-ზე წერს.

უკრაინის მშვიდობის სამიტზე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს“ – წერს კაია კალასი.

 

მსგავსი თემები