„კუჭი გაეხვრიტათ”- ოპერაციის შემდეგ თურქეთში ქართველი ქალი გარდაიცვალა

თურქეთში, კუჭის ოპერაციის შემდეგ წარმოშობით ქუთაისელი ქალი გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

„კუჭი გაეხვრიტათ. მერე ინფექციაც და ყველა უბედურება დაერთო. დაღუპეს ანგელოზი, სიცოცხლით სავსე ქალი“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

როგორც ირკვევა, მან ბარიატრიული ოპერაცია სამსუნში გაიკეთა.

„ჩემო თამრო, თამრიკო, ყვავილები იტალიელებმა მოგართვეს. ყველგან სიყვარულს და სიკეთეს თესავდი, სადაც არ უნდა მისულიყავი. რატომ შემაყვარე ასე თავი და მალევე წახვედი, ვტირი, მაგრამ ვერ გშველი. როგორ მეპატიჟებოდი ქუთაისში, შენთან სახლში, ახლა მხოლოდ შენ საფლავზე მოვალ ყვავილებით“ – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.

 

 

მსგავსი თემები