„აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“- ბორელი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს“ – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებს.

ბორელი ამბობს, რომ “აგრესორს” არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი.

„პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“ – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

 

 

მსგავსი თემები