საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე, როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები დღეს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩი 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ შედგება.

 

მსგავსი თემები