რუმინეთმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად რუს დეპუტატებს  ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

რუმინეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს უარი უთხრა ვიზების გაცემაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

საპარალამნეტი ასამბლეა 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუქარესტში გაიმართება.

რუსული მედია ასამბლეის სამდივნოზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის დელეგაციამ ორჯერ განაცხადა უარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე – 2023 წლის შემოდგომაზე ერევანში და 2024 წლის ზამთარში ვენაში. ამასთან, ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსი პარლამენტარები არ ესწრებოდნენ ასამბლეის შეხვედრებს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში.

 

მსგავსი თემები