უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის განმავლობაში იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდ დოლარს გადასცემს.

მისი თქმით, შეთანხმება უსაფრთხოების, თავდაცვისა და ჰუმანიტარულ სფეროებში დახმარებას და ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს.

,,შეთანხმება უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროებში და ჰუმანიტარულ დახმარებას, ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას, ასევე მშვიდობის ფორმულაზე ერთობლივ ძალისხმევას მოიცავს. გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და აგრესორის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობებს. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ითანამშრომლებს უკრაინასთან, მის რეკონსტრუქციასა და აღდგენაში. იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ეს დონე გარღვევაა”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები