„დაასრულეთ უარყოფითი მოვლენები“- პეტერ სტანო

„მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაასრულონ უარყოფითი მოვლენები, დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო.

“ევროკავშირი წუხს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს დაასრულონ ეს უარყოფითი მოვლენები, და დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ენის გამოყენებისგან, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღვივება” – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები